logo_geo
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

15 თებერვალი. 2021. 22:19

 

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი