logo_geo
სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება
- +

28 თებერვალი. 2021. 10:52

 

 

არხოტის ხეობაში, სოფელ ახიელში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით განხორციელდება.

 

პროექტი მიზნად ისახავს ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაციას, არხოტის თემის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენას. მიმდებარე ტეროტორიის გასუფთავებას. პროექტით ასევე გათვალისწინებულია საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკის მშენებლობა, პროექტი გულისხმობს ქართველი და უცხოელი მოხალისეების ჩართვას აღდგენით სამუშაოებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის ყველა საქმიანობაში.

 

კოშკი საგრძნობლად დაზიანდა 2001 წლის მეორე ჩეჩნეთის ომისას, როდესაც რუსების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა მის აღმოსავლეთ კედელს და ჩამოანგრია კედლის 1 მ სიმაღლის და 1.5 მ სიგანის ფრაგმენტი.

 

კოშკის სტაბილიზაციისა და რესტავრაციის პროცესს უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნული ფონდი, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს დავით ნოზაძეს მიაწოდეს, მხარეები სამომავლოდ ორმხრივ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი