logo_geo
აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა
- +

15 მარტი. 2021. 11:33

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აჭარაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყო. პირველი აცრა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაიკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ექიმებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ.

 

მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, რომელიც რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში არის მოწყობილი.

 

მისივე თქმით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციას ჩაიტარებს.

 

„მოვუწოდებ მედპერსონალს ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაციაა",- განაცხადა ნიჟარაძემ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი