logo_geo
სოფელ ნაფარეულში 75 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს
- +

29 მარტი. 2021. 19:14

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 75 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

 

„კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გადაადგილება წლებია უჭირდა, ამიტომ საწოლიდან ადგომას და გადაადგილებას ხშირად ცდილობდა. რომ შევიდა მეუღლე, ოთახში იატაკზე დაინახა ქმრის ცხედარი. შეიძლება თავი დაარტყა და სიკვდილი ამის შემდეგ დადგა“, - ამბობს გარდაცვლილი კაცის ახლობელი.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

წყარო : wyaro
big_banner
არქივი