logo_geo
ახმეტაში ხანძრის შედეგად მიცვალებული დაიწვა
- +

11 აპრილი. 2021. 11:57

 

 

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა.

 

ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოეკიდა, სადაც მიცვალებული იყო დასვენებული.

 

შემთხვევის შედეგად, სახლის ნაწილი და ადამიანის ცხედარი დაიწვა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გარდაცვლილთან დანთებული სანთლის შედეგად გაჩნდა.

 

ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.

 

 

big_banner
არქივი