logo_geo
სტიქიამ სოფელი კაჭრეთიც დააზარალა
- +

1 მაისი. 2021. 11:27

 

 

ლაგოდეხის შემდეგ, სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.

 

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. სტიქიის ზონაში კახეთის გუბერნატორი და გურჯაანის მერი ჩავიდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი