logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: ქუთაისში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება და ორზოლიანი მაგისტრალი
- +

5 მაისი. 2021. 18:24

 

 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის არის ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება და ორზოლიანი მაგისტრალი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის მსგავსად, გასული წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია ზუგდიდი, ჭიათურა და წნორი და სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. პროექტის ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.

 

მინისტრმა საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.

 

„ჩვენი ამოცანა არ არის, მხოლოდ ასფალტის საფარი გადავაგოთ და კომფორტულად იაროს მოსახლეობამ, არამედ ჩვენი ამოცანაა, სიღრმისეულად, ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს ისე, რომ დიდხანს იყოს ეს პროექტები. ქუთაისში 46 ქუჩიდან ორ პროექტზე იყო გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს ჩართულობის შედეგად უკვე გადალახულია“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

 

big_banner
არქივი