logo_geo
ჩემპიონატის გამო, ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

8 მაისი. 2021. 10:40

 

 

 

დღეს, 10:00-დან 18:00 სთ-მდე, ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში, საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი