logo_geo
უხვი ნალექის გამო, ატენში კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა
- +

9 მაისი. 2021. 14:48

 

 

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში. უხვი ნალექის გამო, კლდის ფენა ჩამოიშალა და გზა ჩაიხერგა.

 

როგორც გორის მერმა განაცხადა, თავად შემთხვევის ადგილზე იმყოფება, მასის ჩამოშლის შედეგად, არავინ დაშავებულა და გზის გასაწმენდად, ადგილზე ​სპეცტენიკას ელოდებიან.

 

„ძლიერი წვიმა სულ 15 წუთი გაგრძელდა, მაგრამ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა და მოძრაობა შეფერხებულია. მასამ მთლიანად გადაკეტა ატენიდან სიონისკენ მიმავალი გზა“, - აღნიშნავს გორის მერი.

 

ამ დროისთვის ატენში წვიმამ გადაიღო.

 

 

big_banner
არქივი