კახეთის რეგიონში სტიქიამ ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა.
ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და ხეხილი.
დანგრეულია გზები, მოგლეჯილია ხეები. სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკით გზები უკვე გაიწმინდა. ზარალის რაოდენობას სპეციალური კომისია დღეიდან შეისწავლის.