logo_geo
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა
- +

10 მაისი. 2021. 17:57

 

 

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი შეხვდა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კინორეჟისორმა საქართველოში მის მიერ დაფუძნებული ფრანგული კინოსკოლის შესახებ პრეზენტაცია გამართა. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი KIU-ს სტუდენტებს შეხვდა და მათ საკუთარი ნამუშევრების შესახებ მოუყვა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, რეჟისორის შემოქმედებას გაცნობოდნენ. შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე და KIU-ს თანამშრომლები დაესწრნენ.

 

2021 წლის 8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ტარდება. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ესტუმრა რეჟისორი გელა ბაბლუანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი