logo_geo
გურჯაანში მამის და მისი 5 წლის შვილის 2-დღიანი ძებნა მშვიდობით დასრულდა
- +

17 მაისი. 2021. 01:37

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარიდან დაკარგული მამა და 5 წლის შვილი სახლში დაბრუნდნენ.

 

ოჯახის ახლობლების განმარტებით, ლევან მარკოზაშვილსა და მისი მცირეწლოვან ვაჟს, ტყეში გზა აებნათ. ამის გამო, მათ ღამის გათენება მანქანაში მოუწიათ. მარკოზაშვილი და მისი ვაჟი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა- შვილს, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი 5 წლის ვაჟთან ერთად „ნივის“ მარკის ავტომანაქანით ტყეში შეშის მოსაჭრელად შევიდა და აღარ დაბრუნდა.

 

დაკარგული მამა-შვილის სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის პოლიციის სამმართველოც იყო ჩართული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი