logo_geo
გელათში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებზე ასასვლელი არაუფლებამოსილი პირებისთვის იკეტება
- +

20 მაისი. 2021. 10:32

 

 

თვითნებურად გადაადგილების ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გელათში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოებზე ასასვლელი არაუფლებამოსილი პირებისთვის იკეტება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო განცხადებაში პასუხობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის, თითქოს მხატვრობის ნაწილი ჩამოიშალა. მათივე თქმით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.

 

„სინამდვილეში კი, გუშინ ადგილზე იმყოფებოდა სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი. ვითარების გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლიას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს და რასაც მედიასაშუალებები იყენებენ, უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა, წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ შეიმჩნევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

big_banner
არქივი