logo_geo
თუშეთის გზაზე მწყემსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
- +

24 მაისი. 2021. 20:09

 

 

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე შუახნის კაცი იმ დროს გადავარდა, როცა ცხვარი მთაში, საზაფხულო საძოვარზე გადაჰყავდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, ის კონტაქტურია, თუმცა სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.

 

დაშავებულს სასწრაფო დახმარების ჯგუფი თელავის საავადმყოფოში მოათავსებს.

 

big_banner
არქივი