logo_geo
ახალციხესა და ასპინძაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა
- +

24 მაისი. 2021. 21:29

 

ახალციხეში, სოფელ საძელში ყირიმ-კონგო 70 წლის ქალს დაუფიქსირდა, ასპინძაში კი 30 წლამდე კაცს. ისინი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.

 

ახალციხის სოფელ საძელში მერის წარმომადგენლის, მარტუნ პეტროსიანის თქმით, ქალს ტკიპამ  სახლის ეზოში უკბინა.

 

70 წლის ქალია, ტკიპამ  სახლის ეზოში ბოსელთან უკბინა, ამჟამად კლინიკაში იმყოფება. ორი დღის წინ სოფელში ვეტერინარები მოვიდნენ, ტერიტორია და მთელი სოფლის საქონელი სპეციალური ხსნარით დაამუშავეს“,- ამბობს პეტროსიანი.

 

რაც შეეხება ასპინძას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილის თქმით, 30 წლამდე კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ საძელში ტკიპის საწინააღმდეგო ხსნარი 250 პირუტყვი დამუშავდა, იგივე ღონისძიებები მიმდინარეობს, დაბა ასპინძაშიც.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი