logo_geo
ყაჩაღობა სამეგრელოში - ბოროტმოქმედებმა 60 წლამდე ქალი აწამეს
- +

24 მაისი. 2021. 22:07

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა 60 წლამდე ქალბატონი აწამეს და სავარაუდოდ, თანხა წაიღეს.

 

შემთხვევა მარქსის დასახლებაში წუხელ ღამით, კომენდანტის საათის დროს  მოხდა, როდესაც ქალი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

 

„კივილის ხმა გავიგეთ. მივედით და ვნახეთ, რომ სასტიკად ნაცემი გამათბობელთან თოკით იყო დაბმული... სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებმა თანხა წაიღეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

 

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება .

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი