logo_geo
26 მაისიდან სათაფლია ვიზიტორებისთვის იხსნება
- +

25 მაისი. 2021. 16:16

 

 

სათაფლია, თავისი პრეისტორიული წარსულითა და დინოზავრის ნაკვალევით, ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების შესაქმნელად გელით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული პარკები ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, სამუშაო დროა: ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ-მდე.

 

„სათაფლიაში მოგზაურობას შეძლებთ ეროვნული პარკის ბილიკებზე, მათ შორის, ახალ ეკოტურისტულ ბილიკზე, დინოზავრების პარკში, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობაში, მუზეუმში, შუშის პანორამულ გადასახედზე.

 

ბოდიშს გიხდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.

 

ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

big_banner
არქივი