logo_geo
ზუგდიდში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადების მიღება 1 ივნისს დაიწყება
- +

28 მაისი. 2021. 13:56

 

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება 1 ივნისიდან დაიწყება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

 

ბენეფიციარებს განცხადებების შემოტანა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული.

 

კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

big_banner
არქივი