logo_geo
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

7 ივნისი. 2021. 11:42

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის, ახალსამგორისა და ახალსოფელის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლები ათეული წლების შემდეგ პირველად შეძლებენ 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას.

 

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილის თქმით, გარდაბნის რამდენიმე სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

 

„გარდაბნის ხუთ სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს საკმაოდ მასშტაბური პროექტი. მშენებლობები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. ეს პროექტი გაყოფილია სამ ფაზად, პირველი ფაზა უკვე დავასრულეთ, დასრულების ეტაპზეა მეორე ფაზა. ძალიან მალე კი დაიწყება სამუშაოების მესამე ეტაპი, რომლის დასრულების შედეგად, 30 ათასი ადამიანი მიიღებს უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებას“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

 

მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს შიდა სასოფლო ქსელებისა და ახალი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

 

big_banner
არქივი