logo_geo
აჭარის უმაღლესი საბჭო, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს
- +

11 ივნისი. 2021. 13:45

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს - სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

კანდიდატი, კომიისიის მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიაა. საკითხს კენჭი კანდიდატის მოსმენის გარეშე ეყრება - სწორედ ეს გახდა „ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის მიზეზი. ისინი კენჭისყრის გადადებას ითხოვენ, მანამდე კი სურთ ჯალაღონიასთან გასაუბრება. „Ნაციონალური მოძრაობა“ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ოპოზიციას რეგლამენტი შეახსენა. განაცხადა რომ

პარმენ ჯალაღონიას უმაღლესმა საბჭომ უკვე მოუსმინა, მაშინ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

 

კენჭისყრაში ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ, ასევე პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმაც. არჩევის შემთხვევაში ჯალაღონია უსკოს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.

 

 

 

big_banner
არქივი