logo_geo
ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო
- +

15 ივნისი. 2021. 22:47

 

ქუთაისში, ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო.

 

თვითმხილველების განცხადებით, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მოგვიანებით კი, გასროლის ხმა გაიგეს.

 

არსებული ინფორმაციით, გასროლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

 

ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით -236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება) და 117 (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

 

right_banner big_banner
არქივი