ჭიათურაში გედების ტბაზე ძაღლებმა გედები დაგლიჯეს.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. 6 გედი მაშინვე დაიღუპა, ერთი კი გადარჩა.
გუშინ პატრულირებისას პოლიციამ შენიშნა დაგლეჯილი გედები და მაშინვე მოახდინეს რეაგირება, რის შედეგადაც ერთი გედის გადარჩენა მოხერხდა.
მათივე თქმით, უმოკლეს დროში დაიგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გედების ტბის მშენებლობა.