logo_geo
„Google“-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ
- +

18 ივნისი. 2021. 16:16

 

 

აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მიწვევით, რეგიონს „Google“-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ.

 

10 დღის განმავლობაში, ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ. შედეგად, „Google“-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა გადაღებებისა, „Google“-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგი გამართეს, სადაც „Google“-ის ონლაინ ხელსაწყოების - ფოტოგადაღებებისა და რუკის მოხმარების შესახებ ისაუბრეს.

 

რეგიონის გაციფრულებას ფოტოგრაფები დღეს დაასრულებენ. აჭარის განახლებული მასალები გუგლის რუკაზე კი ორი კვირის განმავლობაში აიტვირთება.

 

„აჭარაში „გუგლის“ წარმომადგენლებმა ძალიან აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოეს. მათ შეძლეს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება. ორ კვირაში რეგიონით დაინტერესებულ პოტენციურ ვიზიტორებს უკვე საშუალება ექნებათ, „გუგლის“ რუკის მეშვეობით ვირტუალურად იმოგზაურონ ძველი ბათუმის ქუჩებში, ჩვენს ეროვნულ პარკებში, სანაპირო ზოლში სარფიდან ქობულეთამდე. ეს ყველაფერი გაზრდის რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას „გუგლის“ პლატფორმაზე, შესაბამისად კი ცნობადობას და პოპულარიზაციას“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ კაიკაციშვილმა.

 

 

big_banner
არქივი