logo_geo
ფოთის მერმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
- +

25 ივნისი. 2021. 17:30

 

ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.

 

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტყებუჩავამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მერიის ჯილდო გადასცეს: თეკლა დუნდუას (N3 საჯარო სკოლა); სოფიო ბასილაიას(N3 საჯარო სკოლა); ლუკა ამბალიას (N6 საჯარო სკოლა); ლევან ლოლუას (წმ. ნიკოლოზის სკოლა),ალექსანდრე ვაშაკიძეს(N1 საჯარო სკოლა); შორენა შურღაიას (N2 საჯარო სკოლა); ნინო ადამია (N4 საჯარო სკოლა); ირაკლი ჩარგაზია(N5 საჯარო სკოლა) ;მარიამ დანელია(N7 საჯარო სკოლა); მეგი გუგუსიანი (N 8 საჯარო სკოლა); ლიზი გამისონია (N 12 საჯარო სკოლა);ანა მიქაძე(N15 საჯარო სკოლა); ქრისტინე ზუბცოვა (შპს, გიმნაზია); თინათინ გოგუაძე( სსიპ კოლეჯი „ფაზისი).

 

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ კურსდამთავრებულებს სწავლის წარჩინებით დასრულება მიულოცა, ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები და უმაღლეს სასწავლებელში წარმატებები უსურვა.

 

2020-21 სასწავლო წელს ფოთში 370 კურსდამთავრებულია. მათგან 29 ოქროსა და ვერცხლის მედლების კანდიდატია.

 

big_banner
არქივი