logo_geo
რიკოთის გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
- +

5 ივლისი. 2021. 19:17

 

„რიკოთის გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება,“ - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

 

დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-56) რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე

 

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად

 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი