logo_geo
ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
- +

17 ივლისი. 2021. 23:23

 

ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება - ბოლნისის  წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

 

ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა  ამის შესახებ ინფორმაციას გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება .

 

 

„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ  „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს .

 

ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება .“- წერს გოგი მეშველიანი.

 

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.

 

აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად  არის ჩართული მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი , რომელმაც  25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართულიყო.

 

big_banner
არქივი