logo_geo
მარტვილში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
- +

31 ივლისი. 2021. 21:16

 

 

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი“-ს ინიციატივით, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ექიმების გუნდმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა.

 

აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა  ადგილზე გაეცნო.

 

აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ: უროლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, პედიატრი და რადიოლოგი.

 

აქციის  ფარგლებში მოსახლეობას უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. მანამდე კი  ადგილობრივები COVID-19-ზე გაიტესტნენ.

 

 

right_banner big_banner
არქივი