დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი“-ს ინიციატივით, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ექიმების გუნდმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა.
აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ადგილზე გაეცნო.
აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ: უროლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, პედიატრი და რადიოლოგი.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. მანამდე კი ადგილობრივები COVID-19-ზე გაიტესტნენ.