logo_geo
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა
- +

31 ივლისი. 2021. 21:53

 

 

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, აშენდა სცენა, მოეწყო – დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედნები, გამწვანება, დაიდგა და მოიხატა საპარკო სკამები.

 

პანდემიიდან გამომდინარე, არსებული რეგულაციების დაცვით, ფოთის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს.

 

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში დაგეგმილია მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც შადრევნისა და ავტოდრომის მოწყობას ითვალისწინებს.

 

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი