logo_geo
ახალციხეში, სოფელ ურაველში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, შემთხვევა სავარაუდოდ ქელეხს უკავშირდება
- +

21 აგვისტო. 2021. 16:36

 

 

ახალციხეში, სოფელ ურაველში კორონავირუსით ერთდროულად 41 ადამიანი დაინფიცირდა. შემთხვევა სავარაუდოდ ქელეხს უკავშირდება.

 

ინფიცირებულს შორის არიან ბავშვები და ორსულები. ერთ-ერთი ორსული თბილისში განაგრძობს მკურნალობას. სოფლის ექიმის, ჯულიეტა კაპანაძის თქმით, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„19 ოჯახიდან 41 პირი დაინფიცირდა. ერთი ახალშობილია, ორი წლამდე ასაკის ბავშვია, ოთხი – ერთიდან რვა წლამდე ბავშვი, დანარჩენები მოზრდილები არიან. ოთხი ადამიანი თანმხლები დაავადებით მოთავსებულია ახალციხისა და ადიგენის კლინიკებში, ორი უკვე გაეწერა. ორი ორსული დაინფიცირდა. ერთ-ერთი ორსული პატარა ბავშვით თბილისშია გადაყვანილი. ყველას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ბინაზე ვინც არიან, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვუკავშირდებით ტელეფონით და ვუნიშნავთ შესაბამის მკურნალობას. სავარაუდოდ ყველა გასვენების კლასტერია.

 

სამშაბათს სოფელში დაიტესტა მთელი მოსახლეობა, 123 ადამიანი და გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. როგორც კი ჩაცხრება მდგომარეობა, დავიწყებთ სოფელში ვაქცინაციას“, – აცხადებს სოფელ ურაველის ექიმი ჯულიეტა კაპანაძე.

 

 

big_banner
არქივი