logo_geo
მესამე დღეა მაშველები მდინარე რიონში 8 წლის ბიჭს ეძებენ
- +

23 აგვისტო. 2021. 11:00

 

 

უკვე მესამე დღეა მაშველები მდინარე რიონში 8 წლის ბიჭს ეძებენ. აბაშაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან ისევ განახლდა. მოზარდი მდინარეში საბანაოდ, თანატოლებთან ერთად, გუშინწინ, დღის მეორე ნახევარში შევიდა.

 

ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მოზარდის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს, თუმცა მეოთხე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. საძიებო ღონისძიებებში, მყვინთავ-მაშველებთან ერთად, ჩართულია სპეციალური ტექნიკაც. მოწყობილია სპეციალური შტაბი და მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ადგილზე იმყოფებიან ასევე დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები.

 

 

right_banner big_banner
არქივი