logo_geo
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის დაპროექტება იგეგმება
- +

23 აგვისტო. 2021. 12:44

 

 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის დაპროექტებას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მენეჯმენტთან ერთად ისპანის ტორფნარები მოინახულა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები განიხილა.

 

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. წელს, ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე დაპროექტდება  მოსასვენებელი, რეკრეაციული სივრცე, სადაც  მოსასვენებელი კოტეჯისა და სფაგნუმების მიმართულებით გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა შესაძლებელი. ასევე გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე  ხელით შეხების საშუალება ექნებათ. აქტივობების სივრცესთან კი შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა მოეწყობა.

 

ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ერთი ორად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

 

 

right_banner big_banner
არქივი