logo_geo
მარნეულის მუნიციპალიტეტში COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ კამპანია ჩატარდება
- +

28 აგვისტო. 2021. 00:23

 

 

„ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 28 და 29 აგვისტოს 12:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარებს COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ უნიკალურ კამპანიას, ვაქცინაციის სპეციალური მობილური ჯგუფები კი აცრიან აცრის მსურველებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

„კამპანია იმითაა მიმზიდველი, რომ ის ადგილობრივებს სთავაზობს „ერთიანი კავკასიის“ პროფესიონალურ მუსიკას სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმიდან და ინფორმირებულ განცხადებებს ვაქცინაციის შესახებ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კამპანიის ფარგლებში, ასევე, დარიგდება საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. აქცია მოიცავს ისეთ სოფლებს, როგორიცაა სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო და სხვა. მოცემული საპილოტე კამპანია მიზნად ისახავს საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობას და შემდგომშიც განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი