logo_geo
მოძრავი ამცრელი პუნქტები რეგიონებშიც დაემატება
- +

31 აგვისტო. 2021. 14:22

 

 

 

„დღევანდელი მაჩვენებელი დაახლოებით 1 000 ერთეულით არის ნაკლები გასული კვირის სამშაბათის მაჩვენებელზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ემატება ამცრელი წერტილები და მოძრავი ამცრელი პუნქტები, რაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა თბილისში, ასევე იგეგმება მათი გააქტიურება სხვა ქალაქებში, რუსთავია ამ ეტაპზე გეგმაში. ასევე, ვფიქრობთ, რომ ქუთაისსა და ზუგდიდშიც დაემატოს ამცრელი პუნქტები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი