ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ცნობით, ამ მომენტისათვის სიტუაცია კონტროლირებადია.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.