logo_geo
ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა
- +

1 სექტემბერი. 2021. 12:58

 

 

ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა. მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება დღეიდან ავტობუსებშიც შეუძლიათ. მოძრავი პუნქტები ინასარიძის ქუჩაზე, ე.წ. ხოფის ბაზრობის და „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული. ლოკაცია ყოველდღიურად შეიცვლება.

 

ვაქცინაციის პროცესი რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. კლინიკების გარდა, ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ორ მოლსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მობილური ბრიგადები სოფლებშიც დადიან.

 

ამ დროისთვის აჭარში 146 ათასზე მეტი პირია აცრილი.

 

რაც შეეხება ეპიდვითარებას, დღეს აჭარაში 635 პირი გამოჯანმრთელდა, დაფიქსირდა 445 ახალი შემთხვევა, რვა პირი კი გარდაიცვალა.

right_banner big_banner
არქივი