აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი 31 აგვისტოს კლინიკა „მედცენტრში“ საცხოვრებელი სახლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
„დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა.
ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანრთელობის სხვა პრობლემა.
მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. 1 სექმტემბერს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.