logo_geo
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა
- +

2 სექტემბერი. 2021. 16:19

 

ძლიერი წვიმის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა. ჩაიკეტა სოფელ აგარაში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახთან მისასვლელი გზა. ამასთან, სოფელ თხილნარში მიწის მასა საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა და შენობის საძირკველი დააზიანა.

 

საავტომობილო გზებზე ჩამოწვა მეწყერი სოფლებში - კირნათში, აგარასა და ერგეში. დაზიანდა ელექტროსადენები.

 

ხელვაჩაურის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდეს საჭირო.

 

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია ხელვაჩაურის მერიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის 20 ერთეული ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

right_banner big_banner
არქივი