logo_geo
რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გაიხსნა
- +

2 სექტემბერი. 2021. 17:04

 

დღეიდან რუსთაველებს, ქალაქის ხუთი სამედიცინო დაწესებულების გარდა, სურვილის შემთხვევაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება სპეციალურად აღჭურვილ ავტობუსებში მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებშიც ექნებათ.

 

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები რუსთავში, სამ ლოკაციაზე - ჭყონდიდელის დასახლებაში (რჩეულიშვილის N9 სუპერმარკეტ „მადაგონის“ წინ), მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ „მადაგონის“ წინ) არის განთავსებული და იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩაუტარებენ აცრას.

 

მოსახლეობის ვაქცინაციას ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ აცრილა, საკუთარ სახლთან ახლოს განთავსებულ ვაქცინაციის პუნქტში შეუძლიათ კოვიდსაწინააღმდეგო აცრის ჩატარება.

 

„აცრის მსურველების რაოდენობის მატებასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის ჩართულობით მოხდა მოძრავი ვაქცინაციის პუნქტების მოწყობა ავტობუსებში. ავტობუსები ქალაქის სამ სხვადასხვა უბანშია განთავსებული, აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა წესის და რეგულაციის დაცვით მოხდეს მოსახლეობის აცრა“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი