logo_geo
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
- +

3 სექტემბერი. 2021. 11:47

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭალადიდსა, და ახალ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

 

დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შეაღწია. სპეციალური ტექნიკა მუშაობას დილიდანვე შეუდგა. იწმინდება სანიაღვრე არხები.

 

ადგილზე მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. მათი ინფორმაციით, არის მცირე ზარალი, რომელსაც სპეციალური კომისია დაითვლის.

 

„ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. დაზარალებულ მოსახლეობას აუცილებლად დავეხმარებით“, – განაცხადა ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ.

right_banner big_banner
არქივი