logo_geo
აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

3 სექტემბერი. 2021. 14:43

 

 

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

 

როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზის ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების, მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებით.

 

ამასთან, ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზა იწმინდება კლდოვანი ჩამონაშალისგან. ქობულეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დამეწყრილი გზის გაწმენდის სამუშაოები, შუახევის მუნიციპალიტეტში კი, ტექნიკა რიკიხიდი-ცინარეთის საავტომობილო გზის გახსნისთვის მუშაობს.

 

გუშინ ინტენსიური წვიმის შედეგად აჭარაში მეწყრული პროცესები 60-მდე ადგილზე განვითარდა.

right_banner big_banner
არქივი