logo_geo
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სპორტული ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

12 სექტემბერი. 2021. 17:44

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს, ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტს, შალვა გოგოლაძეს შეხვდა.

 

ახლად დაფუძნებული ფონდის ხელმძღვანელებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გააცნეს თავისი ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 

ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში, განიხილეს აჭარაში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების საკითხი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.

 

ივლისში დაფუძნებული ფონდის მიზანი საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით აჭარაში უკვე ორი ღონისძიება გაიმართა.

big_banner
არქივი