logo_geo
კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
- +

14 სექტემბერი. 2021. 13:09

 

 

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 100 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის დაახლოებით 40%-ია.

 

ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის პროცესში დღემდე 136 ღვინის საწარმო იყო ჩართული.

 

კახეთში, მევენახეებმა, ყურძნის რეალიზაციით 90 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს. მოსავლის რეალიზაცია 10 ათასამდე მევენახემ შეძლო.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

 

რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი