logo_geo
ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

18 სექტემბერი. 2021. 13:44

 

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.

 

სამუშაოების შესასრულებლად, რეაბილიტაციის სახელშეკრულებო ღირებულება 2 687 700 ლარია.

 

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და ქვეყნის 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს. ის ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას - სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი