logo_geo
თორნიკე რიჟვაძემ, სოზარ სუბარმა და ბესარიონ სიმონიშვილმა წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს დასაქმების პროგრამები გააცნეს
- +

19 სექტემბერი. 2021. 14:56

 

 

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

სააგენტო წარმომადგენლებმა ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით არსებული პროგრამები გააცნეს.

right_banner big_banner
არქივი