„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სააგენტო წარმომადგენლებმა ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით არსებული პროგრამები გააცნეს.