logo_geo
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ აბაშაში ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა
- +

22 სექტემბერი. 2021. 22:56

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ნოღელამ კალაპოტი გაარღვია, რის გამოც 25-მდე ოჯახს პრობლემები შეექმნა.

 

მდინარის ადიდების შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, სავარგულები, ცენტრალური გზა. რამდენიმე ოჯახს გაუნადგურდა ტექნიკა.

 

სოფელში იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. აბაშის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. მათივე ცნობით, სპეციალური კომისია შეისწავლის ზარალს და ყველა დაზარალებული მიიღებს დახმარებას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი