logo_geo
სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა
- +

24 სექტემბერი. 2021. 02:37

 

კახეთში სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა. სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები გაანადგურა.

 

„წინა სტიქიებს რაც გადაურჩა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვენახი დროულად დაკრიფა, თუმცა სამწუხაროდ იყო გამონაკლისებიც. ზოგიერთს ამ დრომდე არ დაუკრიფავს ყურძენი და მოსავალი მთლიანად განადგურდა. რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავიც არის დაზიანებული. ბნელში არ ჩანს და ზიანის ხარისხის შესახებ ხვალ დილიდან გვექნება დეტალური ინფორმაცია“, -  განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი