logo_geo
ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში ჩამოწოლილმა მიწის მასამ რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
- +

24 სექტემბერი. 2021. 15:25

 

 

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ხულოში ჩამოწოლილმა მიწის მასამ რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

 

უწყების ცნობით, დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები და სრულად აღდგება საავტომობილო მოძრაობა.

 

 

big_banner
არქივი