logo_geo
ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ მოზარდს, რომელიც შემთხვევის დროს სახლიდან ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა
- +

9 ოქტომბერი. 2021. 11:41

 

იმ 3 პირს შორის, რომლებსაც ნანგრევებში ამ წუთებამდე ეძებენ, ერთ-ერთი მოზარდია, რომელიც შემთხვევის დროს, სახლიდან ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა.

 

ძებნის ოპერაციას მაშველები 24 საათია ფაქტობრივად შიშველი ხელებით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. კიდევ 3 დაკარგულის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია, დღეს, შს მინისტრისგან გახდა ცნობილი.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობდა. ნგრევა გუშინ დღის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

 

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ.

 

ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 არასწრულწლოვანია.

 

 წყარო https://rustavi2.ge/ka/news/211745

 

 

big_banner
არქივი